
₾850
მოგესალმებით! ვყიდი peanut ტიპის საწვავის ავზს, 12 ლიტრიანს. იდეალურ მდგომარეობაშია, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა აშშ-დან. შევუკვეთე Yamaha Virago 535-ისთვის, მაგრამ საბოლოოდ არ დამჭირდა.
ეს ავზი განკუთვნილია 1989 წლის ვერსიისთვის, რადგან შუაში აქვს შტუცერი. თუმცა მცირე გადაკეთებით ბევრ სხვა მოტოციკლის მოდელსაც მოერგება — არა მხოლოდ Virago-ს.
რომ გაგიადვილდეთ შერჩევა, გითითებთ დასაჯდომი ბაქნის ზომებს: სიგანე 15.7 სმ, სიღრმე 10.6 სმ, სიგრძე 40.5 სმ.
ვფიქრობ, თქვენი კასტომისთვის იდეალურად მოერგება.